ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტის ვაჭრობის საკითხზე პირველი რაუნდი შედგა
ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტის ვაჭრობის საკითხზე პირველი რაუნდი შედგა. ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა. მთავარ თემად კვლავ რჩება თევზჭერაზე შეთანხმება. გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 31 დეკემბერს საბოლოოდ უნდა დატოვოს. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება ევროპული ბლოკის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 10-11 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.
