რუსი სამხედროები დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე დღესაც გამოჩნდნენ
მათ ტექნიკა იმ ადგილას გამოიყვანეს, სადაც 20 აპრილს ხის საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს და ხნულები გაავლეს. პროცესს აკვირდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზეა განლაგებული უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით.
